ჩვენ ვავითარებთ

სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება ქვეყნის მასშტაბით; ციფრული მმართველობის მხარდაჭერა და განვითარება; ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება
24.04.2024
საერთაშორისო კონფერენციაზე ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა განიხილეს
ელექტრონული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოდან ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე მონაწილე ქვეყნებში ელექტრონული სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ელექტრონული სერვისების ათვისების სხვადასხვა ფაქტორები: სერვისის დიზაინი, მომხმარებელთა აღქმები და ქცევის შიდა და გარე ფაქტორები, ნდობა და სხვა, რაც გავლენას ახდენენ ადამიანებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლები კიშინიოვში ხელოვნური ინტელექტისა და ,,დიდი მონაცემების“ შესახებ გამართულ კონფერენციასაც დაესწრნენ, სადაც საჯარო ადმინისტრირების პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლი და მნიშვნელობა განიხილეს. იმსჯელეს იმ საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც დაარეგულირებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამუშაო პროცესში. გაიმართა დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის როლზე საბანკო სექტორში, განათლებასა და მეცნიერებაში, საჯარო მმართველობასა და ტურიზმში. კონფერენციაზე კომპანიებმა ,,Google“, ,,Microsoft“ ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ახალი პროექტები წარმოადგინეს.საერთაშორისო კონფერენციაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ციფრული მმართველობისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს ორ პროექტს, რომელშიც ერთ-ერთ ძირითად ბენეფიციარს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო წარმოადგენს.
გაიგე მეტი
03.04.2024
სტუდენტები ციფრული მმართველობის განვითარების ტენდენციებს გაეცნენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ციფრული მმართველობის სააგენტოს სტუმრობდნენ. ახალგაზრდები ქვეყანაში ციფრული მმართველობის დანერგვის პროცესში სააგენტოს როლსა და ფუნქციებს გაეცნენ. საუბარი შეეხო საჯარო მმართველობის რეფორმაში ციფრული მმართველობის სააგენტოს ჩართულობას, უკვე დანერგილ და დაგეგმილ ელექტრონულ სერვისებს. სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სახელმწიფო სერვისების ერთიანმა პორტალმა My.gov.ge. მათ პორტალის შესაძლებლობებსა და ხელმისაწვდომი სერვისების დისტანციურად მიღების წესზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. აღსანიშნავია, რომ My.gov.ge ვებპორტალის გარდა, მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლში განთავსებული თვითმომსახურების სივრცეების მეშვეობით და სულ მალე ჩაეშვება მობილური აპლიკაცია My.gov.ge.შეხვედრაზე ასევე განიხილეს ციფრული ეპოქის ყველაზე დიდი გამოწვევა - კიბერუსაფრთხოება. სტუმრებს მიეწოდათ პრაქტიკული მაგალითები კიბერსაფრთხეების შესახებ და ისაუბრეს მათი იდენტიფიცირებისა და გამკლავების მეთოდებზე.ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
გაიგე მეტი
29.03.2024
საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში საბანკო სექტორთან თანამშრომლობის ჯგუფი ჩამოყალიბდა
საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმის შესაძლებლობებზე თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. პლატფორმის ფარგლებში საუკეთესო შედეგების მისაღწევად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინეს. შეხვედრაზე რამდენიმე თემა განისაზღვრა, რომლის ირგვლივაც დაინტერესებული პირები გაერთიანდებიან და სამუშაო ჯგუფებს ჩამოაყალიბებენ. ჯგუფები განსაზღვრული მიზნების მისაღწევად პერმანენტულ შეხვედრებს გააგრძელებენ.საბანკო საკითხებზე ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ 2023 წელს დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითი მექანიზმების განვითარებას და საჯარო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაციას ემსახურება.შეხვედრას ციფრული მმართველობის სააგენტოს, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და კერძო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებითა და USAID-ის მიერ დაფინანსებული რეგიონული „კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამის" (Critical Infrastructure Digitalization and Resilience Program) მხარდაჭერით გაიმართა.
გაიგე მეტი

პარტნიორები