სიახლეები

12.07.2024
ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები გადაამზადა

გენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მორიგი ხუთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

10.07.2024
ციფრული მმართველობის სააგენტომ 4 წლის განმავლობაში ათეულობით ახალი პროდუქტი და ინოვაციური სერვისი შექმნა

2024 წლის 10 ივლისს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს შექმნიდან ოთხი წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტომ შექმნა ახალი და განავითარა არსებული პროდუქტები; დაიწერა სააგენტოს მანდატის ფარგლებში არსებული სფეროების განვითარების სტრატეგიები და განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

08.07.2024
ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს

ციფრული ტრანსფორმაცია და ურთიერთთავსებადობა დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში” - ამ საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოდან ციფრული მმართველობის სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

05.07.2024
ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის ტრენინგი ჩაატარა

შიდა აუდიტორის ტრენინგი მესამე  კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების თანამშრომლებისთვის ჩატარდა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების პროცესში დაეხმარება. ისინი შეძლებენ განახორციელონ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შიდა აუდიტი.

03.07.2024
ციფრული მმართველობის სააგენტოსა და აზერბაიჯანის ელექტრონული უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

ქართულ და აზერბაიჯანულ უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა ციფრული მმართველობისა და ცალკეული ელექტრონული სერვისების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში არსებული გამოწვევების შესახებ; თანამშრომლობა ერთიანი სტანდარტების შემუშავებისა და პროექტების განხორციელების საკითხებში და სხვა. 

01.07.2024
კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინდექსით, საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა

კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 44-დან 22-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 33-დან მე-16 პოზიციაზე დაწინაურდა.