სიახლეები

18.06.2026

ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისისა და ზესტაფონის ახალგაზრდულ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, რომლებიც კიბერუსაფრთხოებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge შესაძლებლობების გაცნობას დაეთმო.
სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია უსაფრთხო ციფრული გარემოს მნიშვნელობის, კიბერჰიგიენის ძირითადი პრინციპების, ონლაინ საფრთხეების ამოცნობისა და კიბერშეტევებისგან დაცვის ეფექტიანი გზების შესახებ.
ახალგაზრდები ასევე გაეცნენ პორტალზე my.gov.ge ხელმისაწვდომ სახელმწიფო და კერძო სერვისებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად, სწრაფად და მარტივად. დღეს პორტალი მოქალაქეებს 400-მდე ელექტრონულ სერვისს სთავაზობს.
შეხვედრების მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ციფრული წიგნიერების გაძლიერება, სახელმწიფო ელექტრონული სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა და თანამედროვე ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების კულტურის ხელშეწყობა.
პროექტი ხორციელდება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ციფრული მმართველობის სააგენტო მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას, რათა კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სერვისების შესახებ ცოდნა საზოგადოების კიდევ უფრო ფართო ნაწილს მიაწოდოს.