ჩვენ ვავითარებთ
სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება ქვეყნის მასშტაბით; ციფრული მმართველობის მხარდაჭერა და განვითარება; ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება
10.11.2026
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა ევროკავშირის საინფორმაციო ტექნოლოგიების სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საკითხები განიხილა
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა, დიმიტრი გუგუნავამ, მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო-სასწავლო ღონისძიებაში - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სტანდარტები და სტანდარტიზაცია ევროკავშირში; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა“.ღონისძიების ფარგლებში გამართულ სესიაზე დიმიტრი გუგუნავამ ისაუბრა ციფრული მმართველობის განვითარებაში სტანდარტების მნიშვნელობაზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პრიორიტეტებზე. მან მონაწილეებს ასევე გააცნო ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობა და ის პროექტები, რომლებიც უკავშირდება ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის განვითარებას, ელექტრონული არქივის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და eIDAS რეგულაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებს.ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ინფორმირება ევროკავშირის ICT სტანდარტებისა და სამართლებრივი მოთხოვნების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საკითხებზე, ასევე ეროვნული პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობა.ევროპული სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო სერვისების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოში ციფრული მმართველობის სისტემის განვითარებასა და ევროპულ პრაქტიკასთან მის დაახლოებას.
გაიგე მეტი
09.11.2026
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ინტერნეტკონფერენციის 2026 წლის სამიტში მონაწილეობდა
ჩინეთის ქალაქ ვუჟენში მსოფლიო ინტერნეტკონფერენციის 2026 წლის სამიტი (World Internet Conference Wuzhen Summit) გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები გააერთიანა.სამიტის მთავარი თემები იყო ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და საერთაშორისო თანამშრომლობა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე, რომელმაც ციფრული განვითარების ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.გამოსვლისას სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ციფრული ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.სანდრო ცირეკიძემ ასევე ისაუბრა ციფრული განათლების, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა და ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში მან მონაწილეებს გააცნო საქართველოს 2025–2030 წლების ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიები.გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მის პასუხისმგებლიან გამოყენებას. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერთიანი პრინციპების მნიშვნელობას, რათა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ეფუძნებოდეს.
გაიგე მეტი
05.11.2026
ციფრული მმართველობის სააგენტო ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების სერტიფიცირების პროგრამას აგრძელებს.
სერტიფიცირების პროცესი მოიცავს ხუთდღიან სასწავლო კურსსა და შემაჯამებელ გამოცდას. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვისა და ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხები, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკულ მიდგომები.სააგენტო, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, წარმოადგენს მასერტიფიცირებელ და ამავდროულად, ზედამხედველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების სერტიფიცირების პროცესს. სერტიფიცირების მიზანია, შეფასდეს სპეციალისტების ცოდნა და კომპეტენციები ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მიმართულებით და დადასტურდეს მათი შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა შემაჯამებელი ტესტირება გაიარეს. წარმატებულ მონაწილეებს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სერტიფიკატები გადაეცათ.სასწავლო კურსს ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მენეჯერი ანა მეტრეველი უძღვებოდა.
გაიგე მეტი
სიახლეების გამოწერა





