სიახლეები
ანდორას წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ანდორას ციფრული ტრანსფორმაციის უწყების ხელმძღვანელთან, დევიდ ვინჩენტესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა იმსჯელეს ელექტრონული მმართველობის, პროაქტიული სერვისების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრების მონაწილეებმა დაადასტურეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მზაობა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე ციფრული სერვისების განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას.