სიახლეები

22.05.2026

ციფრული მმართველობის სააგენტოს განცხადება თაღლითურ შეტყობინებებთან დაკავშირებით

დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც პატრულის ჯარიმის გადახდის მოთხოვნით საფრთხის შემცველი ფიშინგ ვებგვერდები იგზავნება. აღნიშნული შეტყობინება და ვებგვერდები მიზნად ისახავს მომხმარებლების პერსონალური და საბანკო ინფორმაციის მოპოვებას.
გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ საეჭვო ბმულებისა და შეტყობინებების მიმართ, გადაამოწმოთ ვებგვერდის მისამართი და არ შეიყვანოთ პირადი მონაცემები დაუდასტურებელ პლატფორმებზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (ეროვნული CERT), სხვადასხვა ქვეყნის CERT-ის გუნდებთან და ჰოსტინგის კომპანიებთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს მსგავსი შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციაზე. დროულად ხდება ინტერნეტ სერვის პროვაიდერების დახმარებით მსგავსი ბმულების პრევენცია, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმირება და კოორდინაცია.
თუ ფლობთ ინფორმაციას საეჭვო გვერდების ან შეტყობინებების შესახებ, გთხოვთ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: incidents@dga.gov.ge