სიახლეები

29.05.2026

,,უნარებისა და ინოვაციების ფორუმზე“ სახელმწიფო სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაძლიერებაზე იმსჯელეს

სახელმწიფო სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაძლიერებასა და სააგენტოს მიერ განხორციელებულ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ისაუბრა ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ "უნარებისა და ინოვაციების ფორუმზე.
სანდრო ცირეკიძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე - ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და თანამედროვე ციფრული უნარების მქონე კადრების მომზადებაზე, რაც დამსაქმებლისთვის ქმნის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის, კიბერუსაფრთხოების რისკების შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობებს; მისი განცხადებით, გლობალური ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, ციფრული წიგნიერების განვითარება და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები და მასტერკლასები პროფესიული განათლების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევების შესახებ, სადაც სახელმწიფოს, ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების ტრანსფორმაციასა და საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებაზე იმსჯელეს.
„უნარებისა და ინოვაციების ფორუმს“ SKILLWILL Swiss College მასპინძლობდა.