სიახლეები

12.12.2025

ბუქარესტის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობასა და სერვისებს ბუქარესტის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლები გაეცნენ.

შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთის ციფრული მმართველობის სისტემები და ინსტიტუციური ფუნქციები განიხილეს. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ციფრული მმართველობის სააგენტოს მანდატზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პროდუქტებზე, მათ შორის, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე my.gov.ge. ასევე, იმ პროექტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების შესახებ, რომელსაც სააგენტო ახორციელებს.

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გელაშვილი და ბუქარესტის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (ICI) გენერალურ დირექტორი შეთანხმდნენ ორგანიზაციული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე, რომლის ფარგლებში ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება დაიწყება.

რუმინულმა მხარემ ციფრული მმართველობის სააგენტო 2026 წელს ბუქარესტში დაგეგმილ გლობალურ ციფრულ სამიტზე მიიწვია.