სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტო შშმ პირებისთვის ვებგვერდების მისაწვდომობის სტანდარტზე მუშაობს
ციფრული მმართველობის სააგენტო ჩართულია ვებსაიტებისა და აპლიკაციების მისაწვდომობის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესში.
ახალი სტანდარტის დანერგვის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ციფრულ გარემოში ინფორმაციის, სერვისებისა და ფუნქციების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელული ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო სამართლის ზოგიერთ სუბიექტს დაეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების შესაბამისობა ვებ-მისაწვდომობის მოთხოვნებთან.
ციფრული მმართველობის სააგენტო მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისთვის!