სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტო მსოფლიო კონგრესში მონაწილეობდა
იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები მსოფლიო კონგრესში - Govtech for impact - მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებმა ელექტრონული სერვისების განვითარების, საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, მონაცემთა მართვის, საჯარო ინფრასტრუქტურის ციფრული მოდერნიზაციისა და საჯარო-კერძო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ პრაქტიკული გამოცდილებების გაცნობა, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო სერვისების გამარტივებას, ერთიანი ციფრული პლატფორმების განვითარებას, მონაცემთა გაცვლის თანამედროვე სტანდარტებსა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას საჯარო სექტორში.
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, სანდრო ცირეკიძემ კონგრესის დელეგატები გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 23-25 ივნისს, თბილისში ჩატარდება.
მსოფლიო კონგრესი ესპანეთში, ქალაქ მადრიდში გაიმართა.