სიახლეები

24.06.2026

ციფრული მმართველობის სააგენტოსა და რუმინეთის წარმომადგენლებმა კიბერდიპლომატიის ცენტრის შექმნაზე იმსჯელეს

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ, რუმინეთის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, ადრიან-ვიქტორ ვევერასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ICI Bucharest-ის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო ციფრული მმართველობის, მონაცემთა მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერდიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში კიბერდიპლომატიის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.
საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობასა და ციფრული კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს. მხარეებმა იმსჯელეს გამოცდილების გაზიარებაზე, მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემების განვითარებასა და იმ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ტექნოლოგიურ თანამშრომლობას.
სამუშაო შეხვედრა თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო გოზალიშვილი და ამავე დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის უფროსი დიმიტრი გუგუნავა.